სამანი
iPhone · iPad · უფასო

წაიკითხე, რაც ქვაზე 1500 წლის წინ ამოკვეთეს

სამანი ასომთავრულს, ნუსხურს და ხუცურს გასწავლის. დღეში სამი წუთი, და ნამდვილ სიტყვას პირველივე გაკვეთილში წაიკითხავ.

სამანის მთავარი ეკრანი: სწავლის გზა, დღის სერია და პირველი თემის ასოები
Ⴀ

სამანი = სამი ანი

სამანი მიწაში ჩასმული საზღვრის ქვაა. სახელი „სამი ანი“-დაც იკითხება: ასო ა სამივე დამწერლობით. მხედრული უკვე იცი, დანარჩენ ორს სამანი გასწავლის.

Ⴀასომთავრული
ⴀნუსხური
ამხედრული
ႬႨႬႭასომთავრული
ⴌⴈⴌⴍნუსხური

როგორ სწავლობ

ასოები ანბანის რიგით არ მოდის. ჯერ ის ასოები ისწავლება, რომლებითაც ყველაზე მეტი სიტყვა იკითხება: ია, მამა, სამი, თითი.

ახალი ასოს ეკრანი: ასომთავრული Ⴋ, ნუსხური და მხედრული მ ერთად

1ახალი ასო

ყოველ ძველ ასოს მის ნაცნობ მხედრულ ასოსთან ერთად ხედავ: ერთი ასო, სამი სახე.

სავარჯიშო „რომელი ასოა?“ სწორი პასუხით

2სავარჯიშო

ასოს ცნობა, წყვილები, სიტყვის წაკითხვა და აწყობა. ასო, რომელიც გეშლება, უფრო ხშირად ბრუნდება.

ამბავი ბოლნისის სიონზე: კარის თავის ქვის წარწერა

3ამბავი

თემის ბოლოს ამბავი ნამდვილ ძეგლზე, და მის წარწერაში უკვე ნაცნობ სიტყვებს თავად კითხულობ.

ოთხი ნაწილი, ისტორიის რიგით

  1. ასომთავრული

    33 ასო 8 თემად, ძველი ასოები და ასოები როგორც რიცხვები.

  2. ნუსხური

    ყოველი ასო თავის ასომთავრულ წინაპართან ერთად.

  3. ხუცური

    მთავრული და ტექსტი ერთად, ქარაგმები: ქ~ე = ქრისტე.

  4. მხედრული

    როგორ გაჩნდა და როგორ იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში.

უფასოა. ყველასთვის.

ქართული ანბანის სამი დამწერლობა 2016 წლიდან UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. სამანი კულტურული პროექტია: მისი მიზანი ისაა, რომ ეს ასოები ბევრმა წაიკითხოს. კონფიდენციალურობა

  • რეკლამის გარეშე
  • გამოწერის გარეშე
  • ანგარიში არ სჭირდება
  • არაფერს აგროვებს
  • ინტერნეტის გარეშე

Samani, in English

Samani is a free iPhone and iPad app that teaches Georgians to read the old Georgian scripts: Asomtavruli, Nuskhuri and Khutsuri. Short lessons, real inscriptions, no ads and no data collected. The app itself is in Georgian.

Privacy policy · Support